The ცოდვილი (ურბანული ისტორია)



ავტორი - Ctrl Alt Delეს ისტორია შორეულ ქვეაყანაში მოხდა, იქ სადაც რელიგია და ადამიანის ცხოვრება ისეთივე განუყრელი არიან როგორც მოხუცებული ცოლ ქმარი, იქ სადაც სულიერი სისპეტაკე ყველაფერზე მაღლა დგას და ზნეობას სერენადებს უმღერიან. კვირა დღე იყო, ჰაერში გაზაფხულის დადგომა იგრძნობოდა, ზღვა უჩვეულოდ ღელავდა და მისი მასების უსასრულო ბრუნვა, ძლიერ კონტრასტს ქმნიდა მოწმენდილ ცასა და გაზაფხულის მზესთან, რომელიც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ათბობდა პლანეტას. ზღვიდან კედელივით აღმართულ კლდეს ტალღები ემსხვრეოდნენ, მსხვრევის ხმა ერთადერთი საუნდტრეკი იყო, რომელიც ამ სცენას ამშვენებდა. კლდის თავზე ეკლესია იდგა და სიმაღლიდან, თითქოს ირონიით უყურებდა განრისხებულ ზღვას და მთლიანად დედა ბუნებას. საინტერესოა, რამდენი დარტყმის განხორციელდება დაჭირდება სტიქიას, რომ ეკლესიას მიწვდეს?! ალბათ ძალიან ბევრის, იმაზე ბევრად მეტის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ზღვა უკვე მილიონობით წელია უტევს ამ კლდეებს და ადამიანებმაც საკუთარი სულიერების ცენტრი აქ ააშენეს, აქ, სადაც, მას ყველაზე ნაკლები საფრთხე ემუქრება, მაგრამ ძნელია ჩვენს პლანეტაზე ისეთი მუდმივი ნივთის მოძებნა, რომელიც დროსა და სივრცეში სტიქიების ყველა შემოტევას გაუძლებს. ეს კლდეც ალბათ ოდესმე აუცილებლად დაინგრევა და ეკლესიასაც უსასრულო სტიქია შთანთქავს, სტიქია, რომელიც ყველაზე მუდმივი და ძირძველი ბინადარია ამ პლანეტაზე, მას მხოლოდ ერთი მინუსი აქვს - ის სწორხაზოვანია.ეკლესიას პატარა ეზო აქვს და მის ირგვლივ არცერთი ხე არ არის. მწვანეში ჩასმული ეს ქვის ტაძარი, არემარეში ცივილიზაციის არსებობის ერთადერთი შეხსენებაა. ეკლესიიდან სოფლისკენ გზა მიდის, რომლის კვალიც ორ ყავისფერ ხაზად ემჩნევა მინდორს. გზა კლდეს მიუყვება, უსასრულობაში წვრილდება და ქრება. სოფელი არც ისე შორსაა, ყოველ კვირა დღეს ცოდვებით დამძიმებული მორწმუნეთა ჯგუფები, როგორც ოაზისისკენ მიმავალი ქარავნები, პაპანაქება სიცხეში მიუყვებიან ტაძრისკენ მიმავალ გზას. დღესაც კვირაა, ეკლესიის ეზოში მღვდელი ზის და ცოდვილების მოლოდინში განაბული ზღვისკენ იყურება, შავი სათვალე უკეთია, აიპოდს უსმენს და რაღაცაზე ფიქრობს. არსებობენ ტიპები, რომლებისთვისაც საკუთარი ბინძური ისტორიების ან უბრალოდ საიდუმლოების მოყოლა განსაკუთრებით სასიამოვნოა, არა იმიტომ რომ არავის ეტყვიან ან საიდუმლოს ყველაზე საიმედოდ შეგინახავენ, უბრალოდ უფრო გსიამოვნებს და დამთავრდა, თუ ასეთმა ადამიანმა ანაფორა მოირგო - ის ისეთი მღვდელი ხდება, რომლის ხსენებაზეც ქალები ოდნავ მწუხარე კლდემამოსილ სახეს იღებენ და მისი პიროვნების დიდებას იწყებენ, მოკლედ საუკეთესო თავის საქმეში, ბუნებისგან ნიჭით დაჯილდოვებული და გზააბნეულების ნამდვილი მასწავლებელი, ხოდა ჩვენი მამაოც ასეთია. მისი მრევლი ახლო სოფლით არ შემოიფარგლება, მასთან ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიან, დიდი ქალაქებიდანაც კი, სადაც კომერციული ცხოვრების დინება ნაკლებ დროს ტოვებს საკუთარ ცოდვებზე ფიქრისთვის. კლდის მწვერვალზე აშენებული ეს ტაძარი მისი მუდმივი ბინადრით, შავი ხვრელივით იწოვს და სადღაც აქრობს სხვადასხვა კუთხეებიდან მოსული ადამიანების ცოდვებს. მღვდელი ახლომდებარე სოფლიდან არის, ის ეკლესიაში ყოველ კვირას და ყველა დღესასწაულზე ამოდის, რიტუალებს დაუღალავი სიხარულით უძღვება და ტაძარს უვლის. საკუთარ წარსულზე საუბარი არ უყვარს. ამბობენ, რომ წარსულში ის დიდ ქალაქში ცხოვრობდა, ზოგი ვერსიით ოჯახი ყავდა და კატასტროფაში დაეღუპა, ზოგი ამბობს რომ წარსულში ნარკომანი და მაფიის წევრი იყო, შემდეგ ეკლესიისკენ მოტრიალდა და განმარტოვება გადაწყვიტა, მოკლედ რას არ გაიგებდი რესტორნებში და ბარებში ამ კაცის შესახებ. ორი განათლება ქონდა მიღებული - სასულიერო და სამხატვრო, ხომ იცით ხელოვნება და რელიგია ძლიერი ნაერთია, რომელიც მძიმე ნარკოტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, იმ ცოლ -ქმარივით არიან, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში უამრავჯერ შორდებიან და შემდეგ ისევ რიგდებიან, არავინ არ იცის ბოლოს ერთად დაასრულებენ თუ ცალ -ცალკე.თვეები მისთვის დღეებივით გადიოდა, ფიქრი კი საყვარელ გასართობად იქცა. ძნელია იპოვო მეოცნებე ადამიანი რელიგიურ იერარქიაში, ის კი სწორედ ასეთი იყო, ალბათ ზღვასთან სიახლოვის ბრალიც არის და ახლაც UNKLE - The Answer-ს უსმენდა და ფიქრობდა, ბაჰამისა და ჰავაის შორეულ კუნძულებზე, ოქროსფერ ქვიშაზე და სერფერი ბიჭების გარუჯულ სხეულებზე, რატომ მაინცდამაინც სერფერ ბიჭებზე ამას შემდეგში გაიგებთ. მისი ყურები დაღალა ტალღების კლდესთან შეჯახების, შეშის ჩეხვის და კვირის ლოცვის ხმამ და მანაც აიპოდი შეიძინა. მუსიკა ყოველთვის უყვარდა, უბრალოდ რაც განმარტოვება გადაწყვიტა, ნაკლები შეხება ქონდა მასთან და ყურებზე ყურსასმენების მორგება მისთვის დიდი ხნის უნახავ საყვარელთან სექსის ტოლფასი იყო. ბიჭს რომლისგანაც ქალაქში ეს ნივთი შეიძინა, თხოვა რომ მისთვის ზღვის ხედებისთვის შესაფერისი სიმღერები ჩაეწერა, თან გაუღიმა თვალი ჩაუკრა და „პაპსა არ გამაგონოო“ უთხრა, ბიჭმაც სიხარულით შეუსრულა თხოვნა და ამის შემდეგ მისი ოცნებები ათასჯერ ფერადი, მრავალმხრივი და თბილი გახდა.ნელ-ნელა სიბერე ერეოდა, სხეულში ძველებურ ძალას ვერ გრძნობდა, თმაც გაუჭაღარავდა, რაც უფრო გრძნობდა ღმერთთან შეხვედრის მოახლოებას უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა წარსულზე ფიქრს, საკუთარი ცხოვრების ისეთ დეტალებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლებიც აქამდე უმნიშვნელოდ მიაჩნდა. როგორია? კლდეზე სივრცეში აღმართული მონასტერი, მარტოსული ჩაფიქრებული მღვდელი აიპოდით ყურებში, რომელიც ზღვაზეა მიშტერებული, სივრცული მუსიკა და შავი სათვალე. როგორც გითხარით, ხელოვნება უყვარდა და ამ სფეროში განათლებაც ქონდა მიღებული. სწორედ ამ სიყვარულმა შეამთხვია მას საკუთარი ცხოვრების ყველაზე შერეული ემოციებით სავსე და დაუვიწყარი ისტორია, მაგრამ ეს, ისევე, როგორც სასულიერო პირების ცხოვრებაში მომხდარი ყველა სხვა საოცარი ისტორია, მათსავე მეხსიერებაში რჩება და მათთან ერთად ბარდება მიწას.როდესაც ეს ამბავი გადახდა, მღვდლად ალბათ ორიოდე წლის აღკვეცილი იქნებოდა, ჯერ კიდევ ეჩვეოდა ანაფორის ტარების სპეციფიკას და იმას რომ ქუჩაში გამვლელები დიდი და მადლიერი თვალებით უყურებდნენ. ძალიან სიამოვნებდა და ეამაყებოდა კიდეც, რომ საკუთარი თავი ადამიანების ცოდვებიგან განკურნვას მიუძღვნა, და მის სახეზეც ნელ-ნელა იქმნებოდა სახის ის მომღიმარი თავდაჯერებული გამომეტყველება, რომელიც საეკლესიო პირებს ახასიათებთ. ჩვეულებრივი დღე იყო და ეკლესიის მფარველობით მოწყობილ გამოფენაზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული, გამოფენაზე სკოლის მოსწავლეების ნახატები იყო წარმოდგენილი, დიდი ვერაფერი, მაგრამ ბავშვებს ძალიან სიამოვნებდათ შექება, უკვე ჩამოყალიბებული, აღიარებული მხატვრებისა და განსაკუთრებით სასულიერო პირებისგან. მის ირგვლივ ჩვეული საზოგადოება იყო, მხოლოდ საშუალო ხნის მამაკაცი გამოირჩეოდა, უცნაური მანერებით და ექსტრავაგანტული ჩაცმულობით( მისი ექსტრავაგანტულობა ამ საზოგადოებაში უბრალოდ ჩაცმულობაში ფერთა გამის მრავალფეროვნებით შემოიფარგლებოდა). ვიღაცამ უთხრა, რომ ეს კაცი მხატვარი იყო, საზღვარგარეთ ცხოვორბდა და დროებით იყო ჩამოსული. რაღაც მომენტში ერთმანეთის ახლოს აღმოჩნდნენ, ორივემ გამოთქვა აზრი რომელიღაც ნახატის შესახებ და საუბარში ჩაებნენ. მხატვარი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, მღვდელს დუჩოს სახელით გაეცნო. -თქვენ დუჩო მოგწონთ? -კითხა მღვდელმა. დუჩო ხომ რენესასნის ხანის ერთერთი გამორჩეული იტალიელი მხატვარია ეს ყველამ იცის ვისაც ამ დარგთან შეხება აქვს.- არა, უბრალოდ ბავშვობაში შემარქვეს, თან მაგრად ჟღერს და მივეჩვიე... - ღიმილით უპასუხა მხატვარმა და თითქოს არც გაჩერებულა ისე გააგრძელა. - ისე მეც ვხატავ, მაგრამ ჩემი ნახატები თან არ მაქვს, თუ მოისურვებთ შეგიძლიათ მეწვიოთ, ქალაქი რომელშიც ვცხოვრობ არც ისე შორსაა... საინტერესო სანახაობას გპირდებით. საუბრის მანერაში და იმ ღიმილში, რომელიც მის სახეზე თამაშობდა რაღაც იდუმალი იყო, რაღაც, რაც მის ნახატებს ორმაგად საინტერესოს ხდიდა და ახლადაღკვეცილი მღვდელიც დათანხმდა ამ უცხო ადამიანის უწყინარ შეთავაზებას. ხელოვნების სიყვარული ხანდახან ისეთივე საშიშია, როგორც ქალების ან ნარკოტიკის და ეს ისეთივე ფაქტია, როგორც ის, რომ მე და თქვენ ვარსებობთ, თქვენ თუ ვერ გრძნობთ ამას ესეიგი უბრალოდ ხელოვნება არასოდეს გყვარებიათ.მეორე დილით გაემგზავრნენ, დუჩოს ნახატები მის პატარა სახელოსნოში იყო გამოფენილი, სახელოსნო სიგარეტის და ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენთილი, კუთხეებში დიდი დინამიკები იდგა, ალკოჰოლის ცარიელ ბოთლებთან ერთად პარკეტზე მარიხუანის მოსაწევი მოწყობილობაც იდო, ფილმებში ქონდა ნანახი მაგრამ მოსაწევი არასოდეს გაუსინჯავს და ამ საგანს ახლაც თვალი აარიდა, იცოდა რომ ხელოვნები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას საკუთარი შედევრების შექმნისას, თუმცა არ ესმოდა რატომ. ნახატები უცნაური გამოდგა, დუჩომ მღვდლის გაოცება შენიშნა გაეღიმა, როგორც ამას პატარა ბავშვებისთვის რაღაც ახლის ახსნისას აკეთებენ და უთხრა რომ არ იცის რა დაარქვას თავის სტილს, მაგრამ ყველაზე ახლოს მისი ნახატები ალბათ პოსტმოდერნთან არიან. მღვდელმა ბუნდოვნად იცოდა რა არის პოსმოდერნი, ძალიან უჭირდა ნახატების აღთქმა, უაზროდაც მოეჩვენა, მაგრამ როგორც ცნობისმოყვარე ადამიანმა ყველა დეტალი განიხილა და კმაყოფილიც დარჩა. სასტუმროში დაბრუნების დრო რომ დადგა, მხატვრისგან მეორე შეთავაზება მიიღო- ის მღვდელს საკუთარი მეგობრების წრეში საღამოს გატარებას სთავაზობდა. მღვდელმაც აწონ -დაწონა და სასტუმროს მოსაწყენ ნომერში ყურყუტს დუჩოსთან ერთად წასვლა არჩია.მივიწყებულ ბარში აღმოჩნდნენ. სიჩუმე იყო. კედლებზე როკ ჯგუფების გამოსახულებიანი სურათები გაეკრათ და მდუმარე დაწესებულებაში მათ გარდა მხოლოდ ბარმენი იყო, რომელიც დუჩოს მეგობრულად მიესალმა. კუთხის ყველაზე დიდ მაგიდასთან დაჯდნენ. მხატვარმა უთხრა, რომ ჯერ ადრეა და ორიოდე საათში ეს ადგილი ხალხით იქნება სავსე. ასეც მოხდა დუჩოს მეგობრები სამი გოგო და ერთი ბიჭი აღმოჩნდნენ. სამი გოგოდან - ორი, განათლებული სტუდენტების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მესამე კი ნამდვილი მეძავი იყო, ახალგაზრდა ბიჭიც სავარაუდოდ სტუდენტი უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდები ხელოვნებაში კარგად ერკვეოდნენ და მალე საუბარი სასიამოვნო დავაში გადაიზარდა, მიქელანჯელოს და და ვინჩის პირადი ცხოვრება, ვან გოგის და გოგენის ხელოვნება სხვადასხვა კუთხით და ა.შ., მოკლედ სასაუბრო ბევრი იყო. საუბარი სიქსტის კაპელაზე ჩამოვარდა. ერთ-ერთი სცენის განხილვისას, მეძავის მსგავსი გოგო მღვდელს მოუტრიალდა და სიცილით კითხა: „ისე თქვენ ქალებთან შეხება არ გაქვთ ხომ?“ – სიჩუმე ჩამოვარდა, მამაო მაგრად დაიბნა, იგრძნო როგორ მიედინებოდა სისხლი მისი სხეულის ყველა ნაწილიდან თავისკენ, ალბათ მაგრად გაწითლდა და სიჩუმე ცოტაც, რომ გაგრძელებულიყო თავს ძალიან უხერხულად იგრძნობდა. თავხედი გოგო ისევ ღიმილით უყურებდა. სიჩუმე დუჩომ დაარღვია და გოგონას წყნარად აუხსნა, რომ რელიგია უკრძალავს სასულიერო პირებს ქალებთან შეხებას და ეს სულაც არ არის სასაცილო. მერე ლუდი შესთავაზეს და ისიც სიამოვნებით დათანხმდა, ბევრის დალევას არ აპირებდა, ეკლესიურ წრეშიც უყვარდათ ცოტა დალევა და საერთოდ ყველამ ვიცით, როგორ უყვართ მღვდლებს ლუდი. ლუდი ბევრჯერ დაულევია, მაგრამ ამჯერად სასმელმა განსაკუთრებული თრობა გამოიწვია, ძალიან დასუსტდა, მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი დასდიოდა, ირგვლივ მყოფებს ღიმილით უყურებდა და ისინიც მეგობრული ღიმილით პასუხობდნენ, მოკლედ რაღაცა შეურიეს და სამაგალითო მამაო მაგარ კაიფში გაიჩითა. ცხოვრებაში სულაც არ ხდება ისე, როგორც ამას ჩვენი მშობლები გვიყვებოდნენ, ნარკომანები პადიეზდებში არავის არ ხვდებიან მოტყუებით ნარკოტიკს არ უკეთებენ და მერე არ ხმარობენ, ეს უბრალოდ სისულელეა, ნარკოტიკების წინააღმდეგ შექმნილი ურბანული მითი, არცერთ ნარკომანს არ ემეტება შენთვის დოზა, თუ რა თქმა უნდა შენ მღვდელი არ ხარ ის კი, პაციფისტი, რომელსაც უნდა, რომ აკრძალული ხილი დაგაგემოვნებინოს და ამას თავის ღვთისგან ნაბოძებ მისიად მიიჩნევს. ახსოვს როგორ გაუწოდა დუჩომ ცისფერი ტაბლეტი თვალი ჩაუკრა და უთხრა, რომ ეს სამოთხის ბილეთია, მანაც გამოართვა და უცნაური ტაბლეტი ხელში აათამაშა, ბარში მყოფი ყველა ადამიანი გაინაბა, მამაომ ტაბლეტი პირთან მიიტანა და გადაყლაპა, გამაყრუებელმა სტვენამ და ტაშის ხმან იფეთქა, ირგვლივ ყველა ეხუტებოდა, ვიღაც ტიპმა პეტარდა ისროლა და პატარა სცენაზე ბენდი გამოჩნდა, ტატუიროვკებიან და გრძელთმიანი ტიპები, რომლებმაც ინსტუმენტები გაამზადეს, ხალხს მიესალმნენ და მათმა ლიდერმა ხმამაღლა დაიყვირა, რომ მათი პირველი სიმღერა ეძღვნება კაცს, რომელსაც გართობა, სექსი და ნარკოტიკები სწყუროდა და სამოთხიდან სადაც ამ ყველაფრის პოვნა შეუძლებელია, პირდაპირ მათთან ჩამოვიდა ჯოჯოხეთში....ამის შემდეგ წლების განმავლობაში, ქალაქში არ წყდებოდა საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ შევიდა მამაო ანაფორით პაბში სადაც როკ ენ როლს უკრავდნენ, მაგრად დათვრა, ექსტაზი დალია და მერე ჩაკ ბერის გოუ ჯონი გოუზე ცეკვის დროს კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს ატრიალებდა პაბის ცენტრში, მეძავებთან მაგიდებზე ზასაობდა და თან ბოლო ხმაზე ყვიროდა: „მიდით თქვე თესლებო! მანახეთ რა შეგიძლიათ!“ არავინ არ იცოდა რა იყო მართალი და რა ტყუილი ამ ისტორიაში, ზოგი ამბობდა, რომ ფაქტები გაზვიადებულია, ზოგისთვის ეს სულაც არ იყო გასაკვირი, მაგრამ ყველა ერთზე თანხმდებოდა, რომ ის მამაო რომელიც შემოდგომის იმ საღამოს მათ ქალაქს ეწვია, ყველაზე აღვირასხნილი და თავზეხელაღებული ნაბიჭვარი იყო მსოფლიოში და მისნაირები ციხეში უნდა იჯდნენ.ღამის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ექსტაზი დალია და დილით სანაპიროზე გაიჩითა, ვიღაცამ სერფინგის დაფა გაჩითა და მღვდელს, რომელმაც ბევრი იცოდა სერფინგზე ცდა მოუნდა, რა თქმა უნდა დაფის პატრონი დათანხმდა, მაგრამ აქ პრობლემა გამოჩნდა, მამაო ანაფორის გახდაზე უარს აცხადებდა. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ყველანი დათანხმდნენ და რამდენიმე წუთში, სამაგალითო სემინარისტი, სულიერი წინამძღოლი და უპატივცემულესი ხელოვნებათმცოდნე, დაექსტაზებული,დაფაზე დაწოლილი მიცურავდა თანამზრახველებთან ერთად, ანაფორაში გამოწყობილი და ზურგზე გადაგდებული ჯვარით. რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ტალღები დაბალი იყო მაგრამ დაექსტაზებულს მაინც უჭირდა დაფის კონტროლი, მზე აჭერდა, ერთ-ერთმა სერფერმა სათვალე ათხოვა ძმები ბლიუზების სტილში, თანაც სამაგრით, თავიდან რომ არ მომძვრალიყო და მესამე თუ მეოთხე ცდაზე ეს მოხდა.... შედარებით მაღალი ტალღა წამოვიდა და მამაომ ეს შეძლო, ასეთი სიამოვნება არასოდეს მიეღო, რამდენიმე ათეული მეტრი მოყვებოდა ტალღას, ნაპირიდან კი შეძახილები ისმოდა, ეს მისი ბენეფისი იყო... მისი ბენეფისი და მნახველების ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი სანახაობა, რომლის მსგავსსაც ალბათ ვერასოდეს ნახავენ.მეორე დღეს სასტუმროში დაბრუნდა. განადგურებული იყო, დუჩო ეცადა დაემშვიდებინა და ეუბნებოდა, რომ ცუდი არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მამაოს ეს ვერ შველოდა, დუჩოს თხოვა რომ მარტო დაეტოვებინა, ბარგი ჩუმად ჩაალაგა, გამოიცვალა და ქალაქიდან ქურდივით გაიპარა, არადა იცოდა, რომ არ არის მათნაირი ცუდი და უზნეო ადამიანი, ის ხომ ყოველთვის კულტურული საზოგადოების კულტურული შვილი იყო, უბრალოდ წამლების ზემოქმედებამ გააკეთებინა ის რაც გააკეთა. თან არც იცოდა რა გააკეთა სინამდვილეში, მარტო ცეკვა და ცოტა სერფინგი ახსოვდა და ისიც იმიტომ რომ ანაფორა სველი ქონდა და თავზე ძმები ბლიუზების სტილის სათვალე ეკეთა. დიდი ხანი ცდილობდა ამ ამბის თავიდან ამოგდებას და საბოლოოდ ლოცვითა და მარხვით შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ იმის მერე ოც წელზე მეტი გავიდა და უკვე დაბერებულს ღიმილით ახსენდებოდა ისტორია, რომელმაც საბოლოო ჯამში არც თუ ისე დიდი გავლენა იქონია მის ცხოვრებაზე, მან მაინც დაუმტკიცა თავის თავს და ყველას, რომ სამაგალითო ქრისტიანია, ადამიანები პატივს სცემენ და ეს ისტორიაც არავინ იცის. შეიძლება სიბერის ბრალიც არის, ხომ იცით სიბერეში ადამიანები წარსულის პრობლემებს უფრო მარტივად უყურებენ ან შეიძლება ეს მართლაც არ იყო ისეთი დიდი პრობლემა, როგორიც თავის დროზე ეგონა.... ალბათ ეს განგება იყო, ღმერთისგან მოვლენილი განსაცდელი, რომელსაც უნდა გაეძლიერებინა და გააძლიერა კიდეც, ცუდი ადამიანი რომ ყოფილიყო ღმერთი აუცილებლად ჩამოაშორებდა წმინდა ეკლესიას და ისიც ღვთის ნებას მინდობილი სიამაყით ასრულებდა დაკისრებულ საქმეს. მამაომ პოზა შეიცვალა და ხედის ყურება ამჯერად უკვე ჩაკ ბერის ფონზე განაგრძო..... ამ და სხვა ამის მსგავსი ფიქრებით გართულ მღვდელს, რომელსაც ძმები ბლიუზების სტილის სათვალე ეკეთა, რომელიც მან წლების შემდეგ მივიწყებულ ჩემოდანში იპოვა და რომელმაც ზღვაზე მზის ამოსვლის ყურება ასე გაუმარტივა, ძილი მოერია .... რამდენიმე საათში გოგოს ხმამ გააღვიძა, არასოდეს ენახა ეს გოგო, თვრამეტი წლის იქნებოდა, მარტო იყო, მღვდელს თვალს ვერ უსწორებდა. მამაომ სათვალე მოიხსნა, შეხედა და კითხა თუ ვინ არის, გოგო ისევ მიწას უყურებდა და თავის აუწევლად უპასუხა, რომ ის მასთან მამამისმა გამოაგზავნა, რომელიც დიდად მორწმუნე არ არის, მაგრამ თვითონ გოგო დედის წყალობით ისე აღიზარდა, რომ სამაგალითო ქრისტიანად იქცა და მისთვის აღსარების თქმა უნდოდა, რადგან არსად არ შეიძლება სულის სიმძიმისგან ისე დამჩატება, როგორც დიდი ქალაქისგან მოშორებულ მარტოსულ ტაძარში. მამაომ კითხა თუ ვინ არის მამამისი, რაზეც გოგომ უპასუხა რომ ის ერთი უბრალო მხატვარია, რომელიც მას წლების წინ იცნობდა და მოკითხვაც შემოუთვალა. მამაოს გაეღიმა მთელი აგრესია, რომელსაც ის დუჩოს მიმართ განიცდიდა, რაღაც სასიამოვნო და სასაცილო გრძნობად იქცა.გოგოს შეხედა და კითხა, კერძოდ რისგან უნდოდა განთავისუფლება და რა ცოდვა ჩაიდინა, გოგო გაწითლდა, მიწას უფრო ჩააშტერდა და სწრაფად მიაყარა, რომ ის ნამდვილი ლედია, ოჯახში აღზრდილი და ასეთი რამ არასდროს მოსვლია, უბრალოდ ერთი ბიჭი ძალიან მოწონდა და სისუსტის მომენტში ცოტა აკოცა ... სულ, სულ ცოტა. შემდეგ იმის ახსნა განაგრძო, თუ როგორი სამაგალითო ქალიშვილია და მასთან იმიტომ მოვიდა რომ, ერიდებოდა დედამისის მამაოსთან მისვლა, რომელთანაც ყოველ კვირას დადიოდა... ბოლოს კი ცრემლნარევმა კითხვით დაასრულა „რატომ მოხდა ესე მამაო? რატომ მაინცდამაინც მე სამაგალითო ქალიშვილს?“მღვდელი პირდაპირ დახრილ თვალებში უყურებდა გოგოს , გაშეშებული სახის გამომეტყველებით.სიჩუმემ რამდენიმე წუთს გასტანა, გოგო თვალების აწევას ვერ ბედავდა, მამაო უცებ ოდნავ შეირხა, თითქოს მტვერი დაიფერთხა, ძმები ბლუზების სტილის სათვალე გაიკეთა და ისეთი ხმით რომელიც ალბათ მხოლოდ ახალგაზრდობაში ქონდა, საკუთარ აღკვეცამდე, უპასუხა: „შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი, შვილო ჩემო...“ შემდეგ ზღვისკენ გაიხედა, ყურებში ისევ ჩაკ ბერი გაიკეთა და ფეხი რითმში ოდნავ აათამაშა.







Tik,.,tik,.,.tikWaktu berdetikTak mungkin bisa ku hentikanMaumu jadi maukuPahitpun itu ku tersenyumKamu tak tahu rasanya hatikuSaat berhadapan kamuTik,.,tik,.,.tik,.,.Air matakuBiar terjatuh dalam hatiMau ku tak penting lagiBiar ku buat bahagiamuKamu tak tahu rasanya hatikuSaat berhadapan kamuKamu tak bisa bayangkan rasanyaJadi diriku, yang masih cintaKamu tak tahu hancurnya hatikuSaat berhadapan kamuKamu tak bisa bayangkan rasanyaJadi diriku, yang masih cinta






PARTICIPACION EN MERCADO DE 2ª MANOPor esto te esperamos:                                      Cuando: Domingo 5 de Junio, de 11 a 19 hs. ...






(foto) fazendo sua "boa ação" da semana: doando sangue para salvar a vida da Pretinha, paciente renal que precisou de transfusão sanguínea urgente. Infelizmente, muitos gatinhos em estado crítico não têm a mesma sorte e acabam morrendo por falta de doadores. Por preconceito ou desconhecimento, a doação de sangue ainda não é um costume entre os donos de animais.Doar sangue é um procedimento indolor (apenas o desconforto da "picadinha" da agulha), o organismo recupera o sangue doado em pouco tempo ...






Listen to the discussion...some parts of China have 150 boys for every 100 girls? Sociologists and Anthropologists should have a field day with this research agenda.








X fP 4~? >>

Huldersprinten – PreO >>

kıskandırdıklarımızdanmısınız? >>

Buy Music City Metals 93321 Porcelain Steel Heat Plate Replacement for Select Gas Grill Models by Centro, Charbroil and Others for $16.74 >>

Sweets News >>

Då - Familjeliv Nu - Facebook >>